Wednesday, November 5, 2014

სასწავლო პროექტის გეგმა


სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ჯილდა ბენდელიანი
რაიონი
ლენტეხი
სკოლა
N-1 საჯარო
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
 .  ,, მკვიდრი უმკვიდრო შევიქენ …’’
თემის შინაარსი
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შეეცდებიან რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიპოვონ XVlll l ნახ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, მის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ამ ეპოქაში მოღვაწე გამოჩენილ ადამიანებზე, მათ ლიტერატურულ შემოქმედებაზე და კულტურულ მიღწევებზე. მოსწავლეები გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს, ახდენენ მოპოვებული ინფორმაციის კლასიფიკაციას და ანალიზს. მოსწავლეები პროექტის ფარგლებში მოამზადებენ პრეზენტაციას და წარუდგენენ აუდიტორიას. პროექტის მისაღწევი შედეგის გააზრებისთვის მოსწავლეები იყენებენ თვითშეფასების და თანატოლთა შეფასების რუბრიკას, რომელსაც პროექტის განმავლობაში ქმნიან.
საგანი
ისტორია / ლიტერატურა      
დონე/კლასი  
xi-კლასი, საშუალო საფეხური; 26  -მოსწავლე.
განხორციელების დროის ჩარჩო
2-კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
  ისტ.XI.3.    მოსწავლეს შეუძლია  სახელმწიფოს  რაობისა და მნიშვნელობის ანალიზი.
  ისტ. XI .4.  მოსწავლეს შეუძლია  მმართველობითი სტრუქტურების ჩამოყალიბებსა და დროში ცვლებადო ანალიზი.
ისტ. XI.5. მოსწავლეს შეუძლია   საქართვე­ლოსა და მსოფლიოში საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკვანძო საკითხების კვლევა.

ისტ.XI.8. მოსწავლეს შეუძლია   სხვადასხვა კულტურების ურ­თიერთზეგავლენ საკითხების კვლევა.
  


მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
             პროექტის მიზანია მოსწავლეებმა გაიცნო საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწე, ვახტანგ მეექვსე,შეაფასონ მისი მრავალმხრივი მოღვაწეობის შედეგები , მოახერხონ მსჯელობა მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობაზე. იმსჯელონ ამ ეპოქაში მოღვაწე ადამიანების დამსახურებაზე-------......   . შედეგი მიღწეულია თუ  მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება.პრობლემის გააზრება,ისტორიული ეპოქის განცდა .შედეგი მიღწეულია თუ მოსწავლე ახასიათებს და ადარებს სხვადასხვა პერიოდში განხორციელებულ რეფორმებს. ადარებს სხვადასხვა სახელმწიფოს ინტერესებს საქართველოს მიმართ.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა

თემატური კითხვები
   1.   ისტორიულ წიგნებს კითხულობთ? თუ წაგიკითხავთ რომელიმე მეფეზე წიგნი?
   2   როგორი უნდა იყოს მეფე რომ ქვეყნის მართვა შეძლოს?
3 . თქვენ რომ მეფე იყოთ რას გააკეთებდით?
4.რა შემთხვევაში შეიძლება დატოვოს მეფემ სამეფო?



1.       რას ითვალისწინებდა ვახტანგის მიერ გატარებული რეფორმები?
2.      2.   რა მიზნით გაიგზავნა ევროპაში სულხან-საბა და რით დასრულდა მისი მოგზაურობა?                                                                                                                   3.   რა ევალებოდა ვახტანგის მიერ შექმნილ ,,სწავლულ კაცთა’’ კომისიას?          4.  კულტურის რა დარგებს აქცევდა ყურადღებას ვახტანგ vi ?
შინაარსობრივი კითხვები




1.რით განსხვავდება სულხან-საბას თხოვნის წერილი ,სხვა ქართველი მეფეების მიერ გაგზავნილი წერილებისგან?
2. გამართლებულია თუ არა ვახტანგ მეექვსის მიერ ქართლის დატოვება და რუსეთში გადასახლება? ჰქონდა თუ არა მეფეს სხვა არჩევანი ?
3. რა შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა ფრანგულ -ქართული პროექტის განხორციელებას?


4.   რა განსხვავება იყო სასანურ ი ირანისა და სეფიანთა ირანის დამპყრობლურ პოლიტიკას შორის , მოხდა თუ არა ცვლილება საუკუნეთა განმავლობაში?                                                                                                                  

?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ


მასწავლებელს ეხმარება
·        მოსწავლეთა წინარეცოდნის დადგენაში
·        მოსწავლეთა მცდარი შეხედულებების წინასწარი დადგენაში
·        21 საუკუნის უნარ- ჩვევების წინასწარი შეფასებაში

·        მასწავლებელი მოსწავლეებს უგზავნის შეკითხვებს ელექტრონულ ფორმატში და იღებს პასუხებს.
.
·        ჩამოთვალე 4 ადამიანი ვინც დადებითი გავლენა მოახდინა კულტურის განვითარებაზე .

·        მოსწავლეს ეხმარება სწავლის პროცესის გაანალიზებაში, პროცესის თვითმონიტორინგში და თანამშრომლობით სწავლაშ.
მასწავლებელს ეხმარება კვლევის სწორი მიმართულების შენარჩუნებაში, მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფაში.
·        .ჩეკლისტები: პრეზენტაციის, კვლევის, პოსტერის; თანამშრომლობითი ჩეკლისტი- თანამშრომლობითი უნარების მონიტორინგისათვის.
·        ჟურნალი 1.მოსწავლეები აკეთებენ ჩანაწერებს კვლევის დროს. 2.მოსწავლეები პასუხობენ მასწავლებლის შინაარსობრივ და თემატურ შეკითხვებს რვეულ


თვითშეფასება და თანატოლთა სეფასება. მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა.
·        საგაზეთო რუბრიკა
·        ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავ ლე
დაკვირვების ჩეკლისტებისსა დაშეპასების რუბრიკების გაანალიზება.
.
.
მოსწავლეებიქმნიან პროექტთან დაკავშირებით საინფირმაციო ბროშურებს.






შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
 --მოსწავლეების მზაობას პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესასრულებლად მასწავლებელი ადგენს  შემდეგი მეთოდით--ელექტრონულ ფორმატში შეკითხვებს უგზავნის  მოსწავლეებს და ღებულობს პასუხებს. --მოსწავლეთა წინასწარი ცოდნის დადგენაში მასწავლებელი იყენებს დისკუსიას. მასწავლებელი იყენებს განმავითარებელ შეფასებას.
---გამზადებული ბროშურებით ადგენს მასწავლებელი , რამდენად აქვთ გაცნობიერებული მოსწავლეებს პროექტის იდეა და ამოცანები.მოსწავლეები აფასებენ ერთმანეთის ნაშრომს და უზიარებენ გამოცდილებას. ბროშურის შეფასება ხდება ჩეკლისტით.
--ერთმანეთის ნაშრომის შეფასებისას მოსწავლეები იყენებენ შეფასების რუბრიკას.
--მასწავლებელი მოსწავლეთა ნაშრომებს აფასებს წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკით, რომელსაც წინასწარ აცნობს მოსწავლეებს.
--პრეზენტაციები შეფასდება ხდება  ჩეკლისტით.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
პროექტზე მუთაობის ფარგლებთი მოსწავლეებს უნდა  შეეძლოთ;                             
n  ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება.
n  ისტორიული კვლევისა და ინტერპრეტაციის უნარი.
n  პრობლემის გააზრება.
n  პრეზენტაციის მომზადება

                                                                                                                       
სასწავლო პროცედურები   პირველი დღე - მასწავლებელი აწყობს მოსწავლეებთან შეხვედრას და წარუდგენს პროექტს  პრეზენტაციის სახით.  პრეზენტაცია ხელს შეუწყობს პროექტზე მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეებმა გაიზიარონ პროექტის მოლოდინები ,  სასწავავლო მიზნები  და პროექტის შეფასების კრიტერიუმები.მოსწავლეების მზაობას პროექტის ფარგლებში  დაგეგმილი აქტივობების შესასრულებლად მასწავლებელი ადგენს შემდეგი მეთოდით -მოსწავლეებს უგზავნის შეკითხვებს ელექტრონულ ფორმატში და იღებს პასუხებს. თემაზე მუშაობის დაწყებამდე მასწავლებელი იყენებს განმავითარებელ შეფასებას, რათა განსაზღვროს შესაბამისი სასწავლო პროცედურები - შეისწავლოს მოსწავლეების წინარე  ცოდნა და განსაზღვროს თუ როგორ გააგრძელონ თემაზე მუშაობა.

               მეორე დღე -- მასწავლებელს მოსწავლეთა წინასწარი ცოდნის დადგენაში ეხმარება დისკუსია, იმისთვის რომ განისაზღვროს თუ რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა პროექტის იდეა და შინაარსი. მასწავლებელი ავალებს ბროშურების შექმნას, ბროშურებზე იმუშავებენ წყვილებში. წყვილების შესაქმნელად  მასწავლებელი იყენებს მეთოდს  ,, სუპერ დეტექტივი ‘’.  მომდევნო დღისთვის მოსწავლეები მოამზადებენ  ბროშურებს და ბროშურების რუბრიკას.
             -- თითოეული წყვილი  პრეზენტაციის სახით წარმოადგენს ბროშურას. მოსწავლეები ახდენენ თვითშეფასებასა და თანატოლთა შეფასებას. შეფასების ეს მეთოდი მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია მოსწავლეს თვალყური ადევნოს საკუთარ პროგრესს, მოსწავლე სწავლობს საკუთარი  ცოდნის ობიექტურ შეფასებას ,  დამოუკიდებლად სწავლის  ჩვევებს და  თვითკრიტიკის უნარს.მოსწავლე აცნობიერებს სუსტ და ძლიერ მხარეებს და უვითარდება სწავლის მიმართ მეტი პასუხისმგებლობა.    მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს ჯგუფებად. ჯგუფების შესაქმნელად მასწავლებელი იყენებს მეთოდს  ,, პასტელების ჯადოქრობა ‘’ .ჯგუფებად დაყოფილ  მოსწავლეებში ხდება თემის განაწილება;                                                                                                                                                                                                                                                                                 1---ჯგუფი---,, XVlll ს საგარეო პოლიტიკა ‘’
ll---ჯგუფი--,,რეფორმებზე’’
lll---ჯგუფი--,,XVlll ს  კულტურაზე’’
lV--ჯგუფი---ამზადებს პრეზენტაციას ,, მეფე თუ ლიტერატორი ‘’
თითოეულმა ჯგუფმა მომზადებული მასალა უნდა წარადგინოს მომდევნო დღისთვის. რაც შეეხება პრეზენტაციას უნდა შედგებოდეს 7-12 სლაიდისაგან ,მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს პრეზენტაციის შეფასების რუბრიკას.
          მესამე დღე--მოსწავლეებისგან ინფორმაციის შესაგროვებლად მასწავლებელი იყენებს ზოგად და თემატურ კითხვებს;
         ზოგადი კითხვები;
1--როგორი უნდა იყოს მეფე, ქვეყნის მართვა რომ შეძლოს?
2--თქვენ რომ მეფე იყოთ რას გააკეთებდით?
3-- იწვევს თუ არა სახელმწიფოებს შორის კონფლიქტი ცვლილებებს?
     თემატური კითხვა
1--რა რეფორმები გაატარა ვახტანგ მეფემ  ქვეყნის მოსაწესრიგებლად?
2--კულტურის რა დარგებს აქცევდა  ვახტანგ მეფე?
3--რა მიზნით გაიგზავნა ევროპაში სულხან-საბა ორბელიანი?
   მოსწავლეები წარმოადგენენ პრეზენტაციას თემაზე ,,მეფე თუ ლიტერატორი’’. პრეზენტაცია შეფასდება პრეზენტაციის რუბრიკით. რუბრიკის მიხედვით შეფასდება --პრეზენტაციის ვიზუალური ნაწილი(საინტერესო შესავალი, თემის გასაგებად წარმოდგენა,ზუსტად შეესაბამება შინაარსის ყოველ კომპონენტს), დავალებასთან შესაბამისობა (როცა ყველა ინსტრუქცია გათვალისწინებულია დავალება სრულყოფილად არის შესრულებული) და ორიგინალობა( მთლიანად ორიგინალურია).
        მეოთხე დღე--მასწავლებელს კვლევის სწორი მიმართულების შენარჩუნებაში და მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველყოფაშიეხმარება ჟურნალი;
     1--მოსწავლეები აკეთებენ ჩანაწერებს კვლევის დროს.
    2--მოსწავლეები პასუხობენ მასწავლებლის მიერ დასმულ შინაარსობრივ შეკითხვებს წერილობით(რვეულში)
        შინაარსობრივი კითხვები;
  1—„რა განსხვავება იყო სასანურ ირანსა და სეფიანთა ირანის დამპყრობლურ პოლიტიკას შორის, მოხდა თუ არა ცვლილება საუკუნეთა განმავლობაში?
  2--რით განსხვავდებოდა სულხან -საბას თხოვნის წერილი სხვა ქართველი მეფეების მიერ  გაგზავნილი წერილისგან?
 3--რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა ფრანგულ-ქართული პროექტის განხორციელებას? 
 4--გამართლებულია თუ არა ვახტანგ მეფის მიერ  ქართლის დატოვება და რუსეთში გადასახლება? ჰქონდა თუ არა მეფეს სხვა არჩევანი.
   პროექტის მისაღწევი შედეგის გააზრებისთვის მოსწავლეები იყენებენ რუბრიკას, რომელსაც ქმნიან პროექტის განმავლობაში. მასწავლებელი შეპასების საშუალებით უფრო მეტ ინფორმაციას აგროვებს მოსწავლეების შესახებ და უფრო ეფექტურად შეუძლია დაეხმაროს მათ.                                                                                                                                                               --მასწავლებელი მოსწავლეებთან აწყობს შეხვედრას უკუკავშირის მისაღებად, შეფასების გასაზიარებლად რ
ჩევების შესათავაზებლად, აძლევს დამატებით ინსტრუქციებს და პასუხობს შეკითხვებზე.
       მეხუთე დღე--პროექტის შეჯამება , შეფასება. მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ პროექტზე მუშაობის პროცესში მიღებულ გამოცდილებას , გამოყოფენ იმ უნარ -ჩვევებს რომელიც შეიძინეს პროექტზე მუშაობის დროს და აღნიშნავენ თუ როგორ გამოიყენებენ ამ უნარ-ჩვევებს მომავალში. პროექტზე მუშაობის პროცესშ მოპოვებული ფოტოებითა და ინპორმაციით ამზადებენ პუბლიკაციას.











დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
               მასწავლებელი წინასწარ ადგენს  მოსწავლის საკითხავი დონის                 შესაბამის ვებგვერდებ და სხვა კვლევითი რესურსებ
  •  მასწავლებელი წინასწარ  უწევს დახმარებას  მოსწავლეებს ჩანაწერთა გაკეთების მეთოდებში –  მოსწავლეს სთხოვეჯერ მნიშვნელოვანი ინფორმაციის აღნიშვნას,  შემდეგ კი შესაფერის ფორმატში ჩანაწერების გაკეთებ
  • მასწავლებლის დახმარებით მოსწავლე არჩევს ბროშურისთვის სურთებს

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

არაქართულენოვან მოსწავლეს დაევალოს ინფორმაციის მოპოვება თემაზე ,,პირველი სტამბა საქართველოში’’  მშობლიურ ენაზე, უცხო ენის მასწავლებლის დახმარებით გადათარგმნოს ქართულად   და მიაწოდოს მოპოვებული ინფორმაცია ჯგუფს რომელიც  ამზადებს პრეზენტაციას, ,,XVlll ს-ის კულტურა’’, ჯგუფს დაევალოს პრეზენტაციის მზადებაში ჩართოს აღნიშნული მოსწავლე.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
.მასწავლებელი მიმართულებას აძლევს კვლევას და მოსწავლეები აქტიური მკვლევარები ხდებიან. იკვლევენ ქართველი მეფეების მიერ გაგზავნილ წერილებს სხ/სხ ეპოქაში და ადარებენ სულხან -საბას თხოვნის წერილს. მსჯელობენ რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა ქართულ-ფრანგული პროექტის განხორციელებას და პრეზენტაციის სახით გააცნობენ პროექტზე მომუშავე ჯგუფს.


სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.



No comments:

Post a Comment